13:29 | 2020-06-02 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა

ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” დოროყაშვილის ერთ-ერთმა ახლობელმა უთხრა.

 

ნეკა დოროყაშვილის ახლობლის თქმით, ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი სამთავროს დედათა მონასტერში იმყოფება.

 

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ
2020-05-25რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “პრაიმტაიმი” დოროყაშვილის ადვოკატთან ანა აბაშიძესთან და ახლო მეგობართან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა აბაშიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, უარს ამბობს ნეკა დოროყაშვილიც.

 

ხოლო მისმა უახლოესმა მეგობარმა განაცხადა, რომ ნეკა სკანდალის შემდეგ არც უნახავს და არ აპირებს დოროყაშვილი-ბასილაშვილის სკანდალში რაიმე ფორმით ჩაერიოს.

 

ყოფილ ქმართან მომხდარი სკანდალის შემდეგ, ნეკა დოროყაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, ის ვერ დაესწრო პრესკონფერენციას, რომელიც საკუთარ ადვოკატებთან ერთად უნდა გაემართა.

 

 

ნელის პროვოკაცია გამოუვიდა! - ნიკა ბასილაშვილის ძმა ცნობილ ინციდენტზე
2020-06-02ნელის პროვოკაცია გამოუვიდა! - ნიკა ბასილაშვილის ძმა ცნობილ ინციდენტზე

 

ამის მიზეზად კი სოციალურ ქსელში, მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა დაასახელა.

 

შეგახსენებთ, ნეკა დოროყაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამართალდამცავებმა ერთი კვირის წინ, ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. მას ბრალად ედება ძალადობა.

 

სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და იძალადა თუ არა მან, ყოფილ ცოლზე ამას უკვე სასამართლო დაადგენს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +