13:04 | 2020-05-29 ავტორი: თამთა თორდია

ნაწყენი ვარ! – კოკი კიწმარიშვილი „მასტერშეფში“ განვითარებულ მოვლენებზე

ნაწყენი ვარ! – კოკი კიწმარიშვილი „მასტერშეფში“ განვითარებულ მოვლენებზე

მასტერშეფის“ გვერდზე განთავსებულმა ვიდეომ, საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

ისინი ფიქრობენ, რომ პროექტში მონაწილე კოკი კიწმარიშვილი ჟიურის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, კონკრეტულად კი ლუკა ნაჭყებიას ადანაშაულებენ მის მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო.

 

„პრაიმტაიმი“ კოკი კიწმარიშვილს დაუკავშირდა. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნაწყენია.

 

– მე ვიყავი კვების ობიექტის მენეჯერი, მქონდა შეხება სამზარეულოსთან, ასევე ჩემი ჰობია და ამით ვერთობი. ამიტომაც ვცადე.

 

– ჟიურის მხრიდან ასეთ შეფასებებს ელოდით? – ცომის გუნდის დახეთქებას და ა.შ.

 

– სიმართლე გითხრა, არ ველოდი ლუკას ამ საქციელს, მეწყინა, მაგრამ არ გავბრაზდი. ეს ფქვილი, რომ დამიყარა, გამიკვირდა, არ იყო სასიამოვნო შეგრძნება.

 

– იქნებ, ჟიურის მხრიდან ასეთი უხეშობა თქვენმა ნათქვამმა გამოიწვია – არ გინდოდათ ზედა დაგსვროდათ…

 

– ალბათ ასეა, ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე გაბრაზდა ლუკა.

 

– ეთანხმებით მათ, ვინც ამ სცენის გამო ბულინგის მსხვერპლად მიგიჩნევთ?

 

– წავიკითხე კომენტარები… ასე არ ვთვლი, მაგრამ არც ლუკას მხრიდან იყო სწორი საქციელი.

 

მე რომ მაყურებელი ვყოფილიყავი, ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი. არ ვარ ისეთი ადამიანი, წყენას, რომ გულში იდებ, ძალიან მალე ვივიწყებ.

 

ჩემ ადგილას სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, მეც მონაწილის მხარეს ვიქნებოდი და მესმის საზოგადოების ნაწილის და ძალიან მიხარია.

 

ყველაზე მეტად სწორედ ხალხის ასეთი დამოკიდებულება გამიხარდა ჩემდამი და მადლობა ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები და საზოგადოება ასე, რომ დამიდგა გვერდით.

 

– ეს ყველაფერი შოუს ეფექტი ხომ არ ყოფილა?

 

– არაფერი დადგმული არ ყოფილა, ყველაფერი იყო ბუნებრივად.

 

ჟიურის წევრმა, ლუკა ნაჭყებიამ, მისდამი გავრცელებული ნეგატიური კომენტარების შემდეგ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა, რომ მას მალე ჰომოფობობასაც დააბრალებენ.

 

ველი, როდის დამაბრალებენ ჰომოფობობასაც

– ლუკა ნაჭყებია

 

კოკი კიწმარიშვილი

ღონისძიებების ორგანიზატორი, კოკი კიწმარიშვილი ქუთაისიდან, მასტერშეფის წინსაფრის მოსაპოვებლად 🔥

Posted by მასტერშეფი • MasterChef Georgia on ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020

 

ცნობისთვის, კოკი კიწმარიშვილი „მასტერშეფის“ ქასთინგზე პასტა სოკოთი და ნაღებით წარსდგა, თუმცა პასტის ცომი თავად შეგნებულად არ მოამზადა და ნაყიდი პასტის ცომით შემოიფარგლა, რადგან არ სურდა ეთერში დასვრილი ტანსაცმლით წარდგენილიყო.

 

მიზეზმა, რომ კოკის ფქვილით დასვრა არ უნდოდა, ჟიურის  გაოცება გამოიწვია.

 

ავტორი: თამთა თორდია

X

error: Content is protected !!