13:47 | 2021-10-15 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„ნაციონალებისთვის, როცა კონკრეტული მიზანი აქვთ, თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს“ – მხარადაჭერა 15 ლარად თუ ტაქტიკური სვლა ტრაგედიის ფონზე

„ნაციონალებისთვის, როცა კონკრეტული მიზანი აქვთ, თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს“ – მხარადაჭერა 15 ლარად თუ ტაქტიკური სვლა ტრაგედიის ფონზე

გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გამართა, რომელსაც რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

 

ამჯერად, ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, მძლავრი საპროტესტო მუხტის აგორება შეძლო და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არჩევნებზე საკუთარ ხმებს ნებისმიერი გზით დაიცავენ.

 

პოლიტიკის ექსპერტები „პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია შედგა. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

 

„თქვენმა გამოსვლამ შემზარა „ხელოვანო
2021-10-15„თქვენმა გამოსვლამ შემზარა „ხელოვანო", ვის ისტუმრებთ ჯოჯოხეთში, ვის იმეტებთ ასე დაუნდობლად“ - გია ბუღაძის სიტყვით გამოსვლას სოცქსელში ეხმაურებიან

„ნაცმოძრაობის“ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა, რაც ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმაც გამოიწვია. აქციაზე საკმაოდ ბევრი ხალხის მისვლა მეტყველებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ სტრუქტურიზებულია და რომ პარტიამ არ დაკარგა ამომრჩეველი.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ კარგი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს ნამდვილად ჩანს. თავდაპირველად, აქციაზე იყო ლაპარაკი, რომ მონაწილეებს სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოეთხოვათ, თუმცა შემდეგ თემის გადათამაშება მოხდა და აქცია არჩევნებს დაუკავშირეს, რაც საკმაოდ წარმატებული სვლა იყო“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

განსხვავებულად ფიქრობს პოლიტიკის ექსპერტი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ხალხი მოტყუებით მიიყვანეს.

 

„ჩემი მონაცემებით, 15 ათასამდე, ცოტა მეტი, ადამიანი მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გუშინდელ აქციაზე ზოგი ადამიანი მოტყუებით ჩამოიყვანეს, თითქოს სვეტიცხოვლობაზე მიყავდათ ექსკურსიაზე, ზოგს 15 თუ 20 ლარი მისცეს, აქციაზე ეს მდგენელი ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

 

აქცია-კონცერტს მოაწყობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სააკაშვილი თავის კუთვნილ სასჯელს მაინც მოიხდის საპატიმროში. გლოვის დღემდე ერთი დღით ადრე ჩვენ ვიხილეთ აქცია ზუგდიდში, რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამ პარტიის სახე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო უშედეგო პოლიტიკური გაფართხალება“,- განაცხადა აბაშიძემ.

მთელი დღე ღვინოს ვიღებდი, არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა - ალეკო ელისაშვილი
2021-10-15მთელი დღე ღვინოს ვიღებდი, არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა - ალეკო ელისაშვილი

 

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს იფიქროს, როგორ გადაიბირა „ნაცმოძრაობამ“ წარსულში მათი ამომრჩეველი.

 

„აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა და აქ სააკაშვილის ფაქტორი იყო მნიშვნლოვანი. „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ადრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად ითვლებოდნენ, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რა არის ამის მიზეზი. „ნაციონალური მოძრაობას“ კონცერტი გაუმართავს 2008 წლის ომის დროსაც კი, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. როცა კონკრეტული მიზანი ამოძრავებთ, მათთვის ასეთ თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გუშინ გამართა. ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიმართეს.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X