15:47 | 2020-04-16 ავტორი: ლიზი მეტრეველი

ნაციონალების კლასტერიდან ვიხილეთ ამორალური კრიტიკა – ღარიბაშვილი ივანიშვილის ქველმოქმედებაზე

ნაციონალების კლასტერიდან ვიხილეთ ამორალური კრიტიკა – ღარიბაშვილი ივანიშვილის ქველმოქმედებაზე

თავადცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხულ შემოწირულობას ეხმაურება.

 

“მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უპრეცედენტო ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მისი მხრიდან მორიგ უპრეცედენტო შემოწირულობას ჰქონდა ადგილი ასი მილიონის სახით. აქაც, ამ ადამიანებისგან, ნაცმოძრაობის მხრიდან, ასე ვთქვათ, მათი კლასტერიდან, ვიხილეთ ამორალური კრიტიკა და განქიქება ამ საქმის” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

StopCoV ფონდში შემომწირველი კომპანიების ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ 100 მილიონიანი გადარიცხვაა ასახული.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X