16:34 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

ნაცებმა ინტერპელაციასაც კი, როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას, ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით – ზაალ ანჯაფარიძე

ნაცებმა ინტერპელაციასაც კი, როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას, ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ფაქტობრივად ერთი და იმავე პიესას დგამენ.

 

„აი ამ ერთი შეხსენებით „მოკლა“ ოპოზიცია და მერე იმათი წიოკ-წიკვინი უკვე ყურს მიჩვეული ამბავია. „ნაცები“ პარლამენტში ფაქტიურად ერთი და იმავე პიესას დგამენ უკვე მერამდენეჯერ და ინტერპელაციასაც კი როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უსმენდნენ. მინისტრი პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები