
„თუ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე“,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან არის ცნობილი.
„ეპიდემიოლოგების პროგნოზით, კორონავირუსის ეპიდემიის პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის ორ კვირა.
ამიტომ აუცილებელია დროის ამ მონაკვეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდეს და კარგად გვესმის ეს შეზღუდვები რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე.
რეალურად, ჩვენ თუ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით, არის რისკები და ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, გადახედავდით საერთაშორისო პრაქტიკას.
თუ ერთიანად მოხდება შეზღუდვების მოხსნა, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე და კიდევ უფრო მეტი დანაკარგი შეიძლება მივიღოთ. არსებულ შედეგებს მიადგება ზიანი“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერაზე მსჯელობს.
ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 98.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.