23:39 | 2021-09-26 ავტორი: Prime Time

ნათია ბერიძე: გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?!

ნათია ბერიძე: გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?!

ჟურნალისტი ნათია ბერიძე, სოციალურ ქსელში, 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია  „საქართველოსთვის“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

 

ჟურნალისტისთვის გაუგებარია, გახარიას პარტიაში რას აკეთებს ადამიანი, რომელიც გიგი უგულავას ახლო გარემოცვის და ,,ლეიბორისტული”პარტიის, ახალგაზრდული ორგანიზაცია “გაბედეს” წევრია.

 

,,გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?! უგულავას ახლო გარემოცვა.

 

გიორგი ქაჯაია – ჩემო ტუმბო, ხომ არ შემომივლი უბანში, ჭეშმარიტ ღმერთზე გავისაუბროთ მე და შენ, ოღონდ ყურანი, ბიბლია, ყველა სჯულის კანონი ერთად წაიკითხე მანამდე!

 

დიდუბე საქართველოსთვის – თქვენი კანდიდატი – ვინმე, ხომ არ მოკლეს?!” – წერს facebook – ზე ნათია ბერიძე.

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!