
შემთხვევა თურქეთში ადიამანის რაიონში მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რაიონის სახელმწიფო საავადმყოფოში მკურნალობის დროს გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა ერთმანეთთან იჩხუბეს. ჩხუბის მიზეზი კი არც მეტი, არ ნაკლები მიცვალებულის დაკრძალვას შეეხებოდა. ჭირისუფლებს შორის ჩხუბი იმის გარკვევას მოჰყვა, თუ ვის ევალებოდა გარდაცვლილისთვის წესი აგება და დაკრძალვა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ დაპირისპირებული მხარეები ცრემსადენი გაზით და ჰაერში გასროლით დაშალა. ჩხუბის დროს ქვები და ხელკეტები გამოიყენეს.
დაშავებულია 6 ადამიანი. დაპირისპირებული მხარეებიდან 5 მოქალაქე პოლიციამ დააკავა, ერთს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. ადგილობრივი გამგეობის თქმით, გარდაცვლილი ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოზე დაკრძალეს.