17:11 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების გამო დააჯარიმეს

ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების გამო დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების გამო დაჯარიმდა. მან ფურცლები წარწერით – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ პრეზიდენტის სასახლის ეზოში გადაყარა.

 


„აქ ზის ქალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ითვლება, რომელსაც ერთი განცხადება არ გაუკეთებია დატყვევებულ ბავშვებზე. მოვუტანეთ, იქნებ აიღოს,“ – ამბობს ნატა ფერაძე.

 

ფაქტის შემდეგ, ის ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააჯარიმეს, რაც 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა კი, 80 ლარით ჯარიმდება.

 

მანამდე კი, სამოქალაქო აქტივისტებმა ფურცლები პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს დააყარეს.

 

ავტორი: Prime Time


X