15:56 | 2020-07-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თბილისში მეთერთმეტე კლასელმა ბიჭმა თამაშდამოკიდებულების გამო თვითმკვლელობა სცადა

თბილისში მეთერთმეტე კლასელმა ბიჭმა თამაშდამოკიდებულების გამო თვითმკვლელობა სცადა

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გუშინ, მე-11 კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო, სცადა.

 

მისი განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკაში ადგილების სიმცირით ვერ მოხერხდა, თუმცა ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელმა მოზარდი ერთ-ერთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაამისამართა, სადაც მედიკოსების გადაწყვეტილებით მეტადონის პროგრამაში გუშინვე ჩაერთო.

 

ამ საგანგაშო შემთხვევაზე „პრაიმტაიმი“ თამარ ჯაფარიძეს ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, მოზარდს მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა აქვს. მას დედა დაუკავშირდა, რომელმაც დახმარება სთხოვა.

 

„17 წლის ბიჭმა გუშინ, თვითმკვლელობა სცადა, ფანჯრიდან ხტებოდა. საბედნიეროდ, დედამ მიუსწრო და გადაარჩინა.

 

მერე, ჩემს ორგანიზაციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. ბავშვი თამაშდამოკიდებულებიცაა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულიც.

 

ფსიქიატრიულ კლინიკებში ადგილი არ აღმოჩნდა, თუმცა ის უმეთვალყურეოდ ნამდვილად არ არის, შევახვედრე ფსიქიატრს და დაუყონებლივ, ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისში – მეტადონის პროგრამაში ჩაერთო. ძალიან გულისხმიერად მიუდგა ექიმი.” – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

 

ეს მწარე რეალობაა ჩვენი ქვეყნის - „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“
2020-06-26ეს მწარე რეალობაა ჩვენი ქვეყნის - „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“

 

საზარელი ვითარებაა, ეს ერთი შემთხვევა არ გეგონოთ. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მილიონი ადამიანი თამაშდამოკიდებულით, მათგან 35 პროცენტი არასრულწლოვანია.“ – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X