15:57 | 2020-02-24 ავტორი: Prime Time

ნანა ფაჩუაშვილს შვილი გარდაეცვალა – „სულ ცუდზე ვფიქრობ“

ნანა ფაჩუაშვილს შვილი გარდაეცვალა – „სულ ცუდზე ვფიქრობ“

გუშინ, 23 თებერვალს მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა. ინფორმაციას ფეისბუქზე ირინა სარიშვილი აქვეყნებს.

 

„ხელი არ მიბრუნდება ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარზე, თან კლასელზე ამ განცხადების დასაწერად, მაგრამ იძულებული ვარ როგორც ინფორმაცია ისე დავდო: გარდაიცვალა თამაზ აფხაიძე” – წერს სარიშვილი.

 

თამაზი მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ნანა 19 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა, თავის ვაჟზე ორთვენახევრის ფეხმძიმე. მსახიობმა შვილს გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა. მას არაერთხელ გაუხსენებია მის თვალწინ დატრიალებული ტრაგედია.

 

ნანა ფაჩუაშვილი: – თამაზი აღმოსავლური ენების მეხუთე კურსის სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ბაქოში გადაღებებზე ვიყავი და თამაზმა თავის ძმასთან და მეგობართან ერთად ჩამომაკითხა, სასტუმროში ვიყავით. გახსოვთ, ალბათ, დიდბაბინებიანი მაგნიტოფონები რომ იყო. მაგნიტოფონი ჰქონდა ჩამოტანილი და მეცადინეობდა. ხელში მიკროფონი ეჭირა და უცებ ისეთ ადგილზე მოუხვდა ხელი,  წრედი რომ შეიკრა, ხელი ვეღარ აუშვა და იქვე დაიღუპა. იმ მომენტში წამოწოლილი ვიყავი, ყველაფერი ისე წამებში მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რა იყო ეს. ხელი რომ მომეკიდა მისთვის, მეც იქვე დავიღუპებოდი – როგორც მითხრეს,  ჩემზე გადმოვიდოდა დენი…

 

ბავშვი უნდა დამეტოვებინა! თამაზის გვარის გამგრძელებელი და ის აუცილებლად ბიჭი იქნებოდა. 31 დეკემბერს მართლაც დაიბადა ბიჭი და მისი სახელი დავარქვი. დაბადება უდიდესი მოვლენა იყო, საყვარელი ადამიანისგან, პირმშო გაჩნდა, მაგრამ დიდი მწუხარებაც გახლდათ. მას მამა არ ჰყავდა. მაინც მარტო ვიყავი. ქალი მამაკაცის სიყვარულით აჩენს შვილს. ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ჩემი შვილი, თამაზ აფხაიძე, მამამისივით ლამაზი არ არის, მაგრამ მისივე ხმა და მანერები აქვს.

 

ეს დიდი სტრესი ახალგაზრდობაში მივიღე და დღემდე ვცხოვრობ გარკვეული შიშით. ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამ, ვიდრე შეიძლება ადამიანმა აღიქვას; ბევრად ემოციური გავხდი, სულ ცუდზე ვფიქრობ..

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X