13:52 | 2020-06-29 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ნანა და დათო თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი ადამიანები არიან” – რა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდს ქართველ მომღერლებთან

“ნანა და დათო თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი ადამიანები არიან” – რა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდს ქართველ მომღერლებთან

ე.წ. კანონიერი ქურდების და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ ერთმანეთთან ახლობლობა აკავშირებთ.

 

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ფოტო, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი დავით ჩხიკვიშვილი, მეტსახელად დატო სურგუტსკი მომღერლებთან ერთად არის გადაღებული.

 

ფოტოზე ჩხიკვიშვილის გვერდით, ქართული შოუ-ბიზნესში კარგად ცნობილი ჯგუფის „რონდოს“ წევრები არიან. ფოტო წლების წინ არის გადაღებული.

 

გავლენიანი კრიმინალური “ავტორიტეტი” ამჟმად 59 წლის გახლავთ.

 

ის”კანონიერ ქურდად” 1990 წელს, 29 წლის ასაკში აკურთხეს.

 

კრიმინალური კარიერის განმავლობაში არაერთხელ გაასამართლეს, ბოლოს კი – 2012 წელს. ჩხიკვიშვილი ამჟამად სტამბულში ცხოვრობს.

 

„პრაიმტაიმი“ ჯგუფ „რონდოს“ პროდუსერს, ქალბატონ ელისაბედ ჭინკორაშვილს დაუკავშირდა და შეეცადა ფოტოს ისტორია მისგან გაერკვია.

 

– ქალბატონო ელისაბედ, რა ურთიერთობა გაქვთ დავით ჩხიკვიშვილთან და სად არის გადაღებული ფოტო?

 

– ჩვენ ვმეგობრობთ, ბატონი დავითის მეუღლე ნანა ჩხიკვიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია. არ მინახავს ეს ფოტო და არ მახსოვს სად არის გადაღებული.

 

ნანა და დათო თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი ადამიანები არიან. როგორც საკუთარი და, ისე მყავს დათოს ცოლი.

 

საქართველოდან გაძევებული „კანონიერი ქურდი“ თურქეთში დასახლდა - ვინ არის ლაშა ბარათელი
2020-06-05საქართველოდან გაძევებული „კანონიერი ქურდი“ თურქეთში დასახლდა - ვინ არის ლაშა ბარათელი

 

თავად კი, თბილი დამოკიდებულება აქვს როგორც ჩვენთან, ასევე სხვებთან. კარგის მეტი მათზე არაფერი ვიცი, ჯანსაღი ოჯახი აქვთ. მათი შვილი გოგა ჩემი მოსწავლე იყო, მღეროდა.

 

ჩვენს ერთ-ერთ კლიპშიც კი გადავიღეთ. ძალიან ნიჭიერი და დამჯერი ბავშვია. შესანიშნავად მღერის და უყვარს ჩემთან მოსვლა.

 

– ახლა გაქვთ კონტაქტი ამ ოჯახთან?

 

– ნანა როცა ჩამოდის, ვხვდებით. ახლაც იყო ჩამოსული. დათო სად არის ახლა არ ვიცი, ნანა როცა იყო ჩამოსული, დამირეკა და შევხვდით.

 

მე არ ვიცი თქვენ როგორ იცნობთ მათ, მაგრამ ნანა და დათო ერთი ორგანიზმი არიან, უტკბილესი ადამიანები.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X