18:17 | 2020-05-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

„ნამუსი არა გაქვს, რა სიტყვებია?“ – დაპირისპირება პარლამენტში

„ნამუსი არა გაქვს, რა სიტყვებია?“ – დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური იყო ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

 

სხდომაზე დეპუტატები სოფიო კილაძე და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

„ნამუსი არ გაქვს?“,- ასე მიმართა სოფო კილაძემ ლევან კობერიძეს, როდესაც მან თქვა, რომ მსგავსი კანონი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კი არ მიუღიათ.

 

„ნამუსი არა გაქვს, რა სიტყვებია? მე მგონი, შეურაცხყოფა მე შენთვის არ მომიყენებია და ნამუსი შენსკენ მოიკითხე მაშინ, რა ნამუსი ხომ არ მაქვს, ვერ გავიგე. რა სიტყვებია, ვერ გავიგე. ცოტა დაუწიე ტონს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ხარ და შეურაცხყოფას ასე ადვილად ნუ აყენებ ადამიანს“, – მიმართა ლევან კობერიძემ სოფიო კილაძეს.

 

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზეინდივიდუალურად დააწესოს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X