fbpx
12:20 | 2020-11-14 ავტორი: Prime Time

ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით – დაზარალებული პოლიციას მადლობას უხდის

ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით – დაზარალებული პოლიციას მადლობას უხდის

სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა ვაკე საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, – ამის შესახებ დაზარალებული ნოდარიკო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა ვაკე საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, განსაკუთრებული მადლობა 7 სამმართველოს დეტექტივებს და უფრო დიდი მადლობა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.

 

მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ყოველშემთხვევაში ამ კონკრეტულ ადგილას ყველანი მეგობრულები და სამართლიანი ადამიანები მუშაობენ,“- წერს ნოდარიკო სიხარულიძე.

 

„ფეისბუქით“ იდენტიფიცირებული დამნაშავეები – მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტის” მიმდებარედ ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X