20:36 | 2021-04-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

ნამახვანჰესისა და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია! – საპატრიარქოს განცხადება

ნამახვანჰესისა და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია! – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო “ნამხვანჰესთან” დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს.

 

საპატრიარქო მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ გააიგივებენ ნამახვანჰესისა და დავი გარეჯის საქმეს ერთმანეთთან.

 

“ნამახვანჰესთან მიმართებით საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.

 

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

 

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X