22:40 | 2020-05-17 ავტორი: ნინი ტაველიძე

ნახეთ რომელ ქვეყნებში შეგეძლებათ ზაფხულში დასვენება

ნახეთ რომელ ქვეყნებში შეგეძლებათ ზაფხულში დასვენება

პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიის პარალიზება გამოიწვია. ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს (ჭთთჩ) შეფასებით, დარგის დანაკარგი მინიმუმ $22 მილიარდი იქნება.

 

ბაზრის მომავალი დამოკიდებულია რამდენად სწრაფად გაიხსნება საზღვრები და მოიხსნება ავიაფრენებზე შეზღუდვები.

 

საქართველო 15 ივნისიდან ხსნის შიდა ტურიზმს, ხოლო 1 ივლისიდან აპირებს უცხოელი ტურისტების მიღებას.

 

ჩერნოგორია ტურისტული სეზონის დაწყებას ივლისიდან გეგმავს. ქვეყანამ უკვე გახსნა საზღვრები საზღვაო ტურიზმისთვის. ოფიციალურად ტურისტული სეზონის გახსნას ქვეყანა 1 ივლისიდან გეგმავს და პირველი უცხოელი ტურისტები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან.

 

თურქეთი ტურისტული სეზონის დაწყებას ივნისიდან გეგმავს. ქვეყანა ნელნელა არბილებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დასწედსებულ შეზღუდვებს და ივნისში საერთაშორისო რეისების აღდგენას გეგმავს.

 

თურქეთი ტურისტების მიღებას აზიიდან აპირებს, რის შემდეგაც გახსნის საზღვრებს გერმანიისა და ავსტრიისათვის, სადაც ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე კარგი სიტუაცია იყო.

 

ამის შემდეგ დადგება ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეების მიღების საკითხიც.

 

ქვეყანაში შემოსული ყველა ტურისტი გაივლის კორონავირუსზე ტესტირებას, სასტუმროებსა და რესტორნებში იქნება მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის სოციალური დისტანცირება. სავარაუდოდ გაუქმდება „შვედური მაგიდა“.

 

საბერძნეთი ტურისტული სეზონის დაწყებას 1 ივლისიდან გეგმავს. უცხოელ ტურისტებს საბერძნეთი მხოლოდ COVID-19-ზე ტესტირების უარყოფითი ან ანტისხეულების არსებობაზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მიიღებს.

 

ტესტირების შედეგი ცნობილი უნდა იყოს თვითმფრინავის გამოფრენამდე. ტურისტული სფეროსთვის დეტალური გეგმაა მომზადებული უსაფრთხოების წესების დასაცავად.

 

კვიპროსის ხელისუფლება ტურისტული სეზონის გახსნისას ორიენტაციას გააკეთებს იმ ქვეყნის დამსვენებლებზე, რომლებმაც პანდემიის პიკი გადაიარეს.

 

კვიპროსის ტურისტულმა უწყებებმა მოამზადეს სპეციალური პროტოკოლი აეროპორტების, სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის.

 

კვიპროსზე გაფრენამდე უცხოელმა ტურისტებმა უნდა გაიკეთონ პირბადე და ხელთათმანები, ხოლო კვიპროსზე ჩასვლისას გაიზომონ ტემპერატურა.

 

სანაპიროზე ქოლგებსა და შეზლონგებს შორის დაშორება იქნება 4 მეტრი. რესტორნები და კაფეები მომხმარებელს მიიღებენ – 4 ადამიანს 8 მ2-ზე.

 

ხორვატიამ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქმიანი თუ პირადი მიზნით, უცხოელების შეშვება 9 მასიდან დაიწყო.

 

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი, ჯერჯერობით მოცდა მოუწევთ.

 

მთავრობა ამზადებს ტურიზმის განახლების დეტალურ გეგმას, რომელიც ისე იქნება გამართული, რომ ტურისტებს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ სხვა ადამიანებთან.

 

წყარო – Mkurnali.ge

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები