fbpx
21:51 | 2020-10-13 ავტორი: თამარ გონგაძე

ნახეთ, როგორ იცავენ კოვიდისგან მაყურებელს იტალიაში – ანიტა ფოტოებს აქვეყნებს

ნახეთ, როგორ იცავენ კოვიდისგან მაყურებელს იტალიაში – ანიტა ფოტოებს აქვეყნებს

ანიტა რაჭველიშვილს ქალაქი პარმის ოპერის თეატრში სპექტაკლები აქვს. Teatro Regio di Parma მე-17 საუკუნით თარიღდება და მისი ოქროსფერ-ბორდოსფერი დარბაზი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი დიზაინით.

 

ანიტა “ფეისბუქზე” თეატრის დარბაზის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორი აღჭურვილია დარბაზი დამცავი ფარებით იმისთვის, რომ მაყურებელმა სპექტაკლის ხილვა უსაფრთხოდ შეძლოს.

 

 

თეატრის ადმინისტრაცია ფოტომასალას შემდეგ ტექსტს ურთავს.

 

“ივნისიდან დღემდე ჩატარებულია 2 782 წარმოდგენა, დარბაზში ნამყოფია 347. 262 მაყურებელი, კოვიდის გადადების ერთადერთი შემთხვევით.

Agis Nazionale – იტალიის შოუ-წარმოდგენების გენერალური ასოციაცია აცხადებს, რომ თეატრები იტალიაში ყველაზე უსაფრთხო ლოკაციებია.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი აუდიტორია, ჩვენგან, ყოველთვის უსაფრთხოდ წავიდეს სახლში.”
ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X