
თბილისში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ წუთებში კი მზადება საახალწლო კონცერტისთვის მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კონცერტი პირდაპირი ეთერის მეშვეობით, მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიით გადაიცემა.
მანვე, Facebook-ლაივის მეშვეობით დაგვათვალიერებინა წინასაახალწლო საკონცერტო მზადების პროცესი.
სამომავლო გეგმებზე კი მერიის თანამშრომელმა კულტურის მიმართულებით, ანდრია ბასილაიამ ისაუბრა:
„იდეა იყო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაგვერთო ამ ღონისძიებაში. კულტურის სფეროს რთული ვითარება დაუდგა, ჩვენ მაქსიმალურად ყველასთან ვართ კონტაქტზე.
ახლა გალა-კონცერტის რეპეტიციაა, რომელიც ხვალ ტელეეთერით გადაიცემა. ასევე, 7 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაიცემა საშობაო კონცერტი. ასევე, 14 იანვარს, ტვ “იმედის“ ეთერში იქნება ძველი ახალი წლის კონცერტი.
ამას გარდა, კიდევ 7 ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც იქნება როგორც სატელევიზიო ეთერით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. ჯამში, 500-მდე არტისტი და ტექნიკური პერსონალი იქნება ჩართული“, – განაცხადა ბასილაიამ.