16:32 | 2021-04-16 ავტორი: Prime Time

ნახეთ, რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირებულზე, რომესაც კოვიდი „ფაიზერით“ აცრის შემდეგ დაუდგინდა

ნახეთ, რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირებულზე, რომესაც კოვიდი „ფაიზერით“ აცრის შემდეგ დაუდგინდა

ფაიზერის” ერთი დოზით აცრილ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მით უმეტეს, როდესაც ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა აქვს გაკეთებული.

 

„ასეთი შემთხვევები ვიცით ხოლმე, როგორც წესი გვაქვს დეტალური ინფორმაცია ასეთ შემთხვევებზე, ასეთმა ადამიანმა, მას მერე, რაც გამოჯანმრთელდება და 120 დღე გაივლის ჩვეულებრივად შეუძლია გააგრძელოს ვაქცინაციია,ანუ მიიღოს ვაქცინის მეორე დოზა, მას მერე ექნება ძალიან მძლავრი იმუნიტეტი” , – განაცხადაა ზახაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის” პირველი დოზით აცრილ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ის სამეგრელოდანაა და ახლა ქუთაისის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

 

ავტორი: Prime Time


X