fbpx
20:19 | 2021-01-15 ავტორი: ამუკა ქორიძე

ნახეთ, რა მოიმოქმედა მიმტანმა, როდესაც მიხვდა, რომ რესტორანში ჩუმად მჯდომი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო

ნახეთ, რა მოიმოქმედა მიმტანმა, როდესაც მიხვდა, რომ რესტორანში ჩუმად მჯდომი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო

ორლანდოში, ერთ-ერთმა მიმტანმა ბავშვი მოძალადე მშობლებისგან გადაარჩინა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

 

ახალი წლის დღეს, Mrs. Potato Restaurant-ის მიმტანმა – ფლავინ კარავალომ უცნაური რამ შეამჩნია. ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი კაცი შვილს არც საჭმლისა და არც წყლის შეკვეთის უფლებას არ აძლევდა. 34 წლის ტიმოთი ვილსონ მეორეს, თან 11 წლის ბიჭი, ცოლი და კიდევ ერთი 4 წლის ქალიშვილი ახლდა.

 

„კაცმა [ვილსონმა] თქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ბიჭი საჭმელს სახლში შეჭამდა“ – კარავალომ პოლიციის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ქუდიანი სვიტერი, ნიღაბი და სათვალეები ეკეთა, მიმტანმა, მაინც მოახერხა ბიჭის შუბლზე ნაკაწრისა და თვალის გარშემო ჩალურჯებების დანახვა.

 

კარავალო ბიჭის მშობლების უკან დადგა და ჩუმად დაწერილი შეტყობინება, ისე დაანახა, რომ მშობლებს არ შეემჩნიათ. „დახმარება გჭირდება?“ – ეწერა ფურცელზე. როდესაც ბავშვი მიმტანს დაეთანხმა, კარავალომ სამართალდამცავებს დაურეკა.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მამინაცვალი ბიჭს ხელებსა და ფეხებს უბამდა, ამ მდგომარეობაში კარზე ჰკიდებდა და სცემდა ხოლმე.

 

პოლიციის გაცხადებით, ბიჭს ჩალურჯებები მთელ სხეულზე ჰქონდა. იგი 10 კილოგრამით იმაზე გამხდარი იყო, ვიდრე მის ასაკში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება 4 წლის გოგონას, მას ფიზიკური დაზიანებები არ შეემჩნევა.

 

შვილის „წამების“ გამო, მამინაცვალი – ვილსონი და ბავშვების დედა დააკავეს.

 

“ბავშვებისა და ოჯახების ფლორიდის განყოფილებამ” და-ძმა სახლიდან წაიყვანა. ისინი ამჟამად, უსაფრთხოდ იმყოფებიან.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე
X