12:24 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

ნახეთ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ

ნახეთ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას სხვადასხვა დოზით უზღუდავს კიდევ 6 სახელმწიფოს.

 

როგორც CCN იტყობინება აღნიშნული ბრძანება ძალაში სავარაუდოდ, 2020 წლის 22 თებერვლის 12:01 საათიდან შევა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

 

ახალი შეზღუდვები გულისხმობს მიანმარის (ბირმა), ერიტრეის, ყირგიზეთისა და ნიგერიის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო ვიზაზე უარს, ხოლო ტანზანიისა და სუდანის მოქალაქეებს ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული გათამაშება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს კვლავინდებურად მისცემენ სტუდენტურ, ტურისტულ, ან სხვა სახის მოკლევადიან ვიზას. შეზღუდვა მხოლოდ საემიგრაციო ვიზებს ეხება.

 

გამოცემის ცნობით, ტრამპის ახალი შეზღუდვა, დაახლოებით, 12 ათასამდე ადამიანზე მოახდენს გავლენას. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც აშშ-ის საიმიგრაციო ვიზები უკვე მიღებული აქვთ. ასევე, ეს არ გულისხმობს ავტომატურ უარს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X