15:21 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

ნახეთ ქვეყნები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ნახეთ ქვეყნები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ ებრძვიან. ზოგიერთ ქვეყანაში მკაცრი რეგულაციები დღემდე ნარჩუნდება, ზოგმა კი დაწესებული შეზღუდვები საკმაოდ შეამსუბუქა.

 

საქართველოში ყველას აინტერესებს როდის იქნება შესაძლებელი პირბადის მოხსნა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, პირბადეს ვერ მოვიხსნით იქამდე, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება.

 

გაეცანით იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის:

 

ისრაელი

 

 

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილში გააუქმა პირბადის სავალდებულო ტარება ღია ცის ქვეშ გააუქმა. 

 

ისრაელმა მოსახლეობის ვაქცინაცია COVID-19–ის წინააღმდეგ გასული წლის 20 დეკემბერს დაიწყო, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ყველაზე სწრაფად მიმდინარეობდა. 

 

ახალი ზელანდია 

 

 

ახალ ზელანდიაში ხალხს ნიღაბი უნდა ეკეთოს მხოლოდ ორ ადგილას: საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ფრენის დროს.

 

ბუტანი 

 

 

ბუტანმა ვაქცინა მოზრდილი მოსახლეობის 90% მეტს მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარა. ქვეყანაში ახლა სამედიცინო ნიღაბი სავალდებულო აღარ არის.

 

ჰავაი

 

 

ჰავაიში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, რადგან კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ამასთან, იზრდება ვაქცინირებულთა რიცხვიც. 

 

პირბადის ტარება მხოლოდ შენობებშია სავალდებულო. 

 

აშშ

 

 

სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს აშშ-ში აღარ სჭირდებათ პირბადის ტარება ან სხვებისგან 6 მეტრი დისტანციის დაცვა იქნება ეს გარეთ თუ შიდა სივრცე.

 

თუმცა, არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ხალხს კვლავ დასჭირდება ნიღბების ტარება – სამედიცინო დაწესებულებებში ან ბიზნესში. სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ასევე დასჭირდებათ ნიღბების ტარება თვითმფრინავებში, ავტობუსებში, მატარებლებსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

ჩინეთი

 

 

ქვეყანა, საიდანაც დაიწყო COVID-19-ის გავრცელება, ნიღბის ტარება თითქმის აღარ არის საჭირო მათთვის, ვინც ვაქცინირბულია.

 

მიუხედავად ამისა, მოსახლეობისთვის დაწესებულია შეზღუდვა საავადმყოფოებსა და ტრანსპორტში.

 

პოლონეთი 

 

 

პოლონეთში, სხვ ქვეყნების მსაგვსად, პირბადის ტარება გარე სივრცეებში სავალდეულო აღარ არის. 

ავტორი: Prime Time


X