fbpx
12:16 | 2020-10-11 ავტორი: Prime Time

ნახეთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც კლავს – აჭარაში კორონავურუსით 51 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ნახეთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც კლავს – აჭარაში კორონავურუსით 51 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავურუსით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27 სექტემბერს. დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 10 ოქტომბერს.

 

მეორე გარდაცვლილი 51 წლის მამაკაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 8 ოქტომბერს. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთორაქსი. თანმხმლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლაოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 10 ოქტომბერს.

 

მესამე გარდაცვლილი 67 წლის ქალი მოთავსებული იყო ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. დიაგნოზი: შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკი დებული, გულის ქრონიკული უკმარისობა, დეკომპენსაცია, ორმხრივი პნევმონია, კოვიდი. კლინიკაში გატარებული ყველა შესაბამისი ღონისძიების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა 10 ოქტომბერს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X