
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო ქსელის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი, სადაც 12-მეტრიანი და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან.
აღნიშნული დერეფნების შესახებ დეტალები თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT ხაზების) პრეზენტაციაზე საზოგადოებას თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააცნო.
დერეფნების ჩამონათვალი კი ასეთია:
I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;
II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;
III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი;
IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;
V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა;
VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;
IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;
X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა;
მაია ბითაძის თქმით, ამ დერეფნების შემადგენელი გამზირებისა და ქუჩების უმრავლესობაზე საავტობუსე ზოლების („ბასლეინების“) დახაზვა იგეგმება. მისივე განმარტებით ახალი სქემით, ავტობუსის ლოდინის დრო საშუალოდ 7-15 წუთი იქნება, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის დიდ დერეფნებზე კი, მაქსიმუმ 10-15 წუთი.
ფოტო: თბილისის მერია