16:10 | 2020-08-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ნახალოვკამ თბილისის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა” – აკა მორჩილაძე

“ნახალოვკამ თბილისის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა” – აკა მორჩილაძე

ქართველმა მწერალმა აკა მორჩილაძემ “პირველი არხის” გადაცემაში – “თბილისის კართან” უბან ნახალოვკაზე და თბილისში მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

 

აკა მორჩილაძე: – ნახალოვკამ მტკვრის ერთი სანაპიროს განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ყველა ახალ უბანში, რომელსაც მასივებს თუ მიკრორაიონებს არქმევდნენ, ყველგან მიდიდოდა ნახალოვკის სული.

 

მე-19 საუკუნის ახალი თბილისის საყრდენი და საფუძველი ეს უბანი იყო, რომელიც თავისით აშენებული ერთადერთი უბანი გახლდათ. შესაბამისად, სულიც სხვა ჰქონდა და დამოკიდებულებაც. მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თბილისის განვითარებაზე.

 

თბილისში რომ არის – გაღმა-გამოღმა, აი, ამიტომ არის. ის იყო სხვანაირი, ნახალოვკა… მარჯვენა სანაპიროზე რუსები აშენებდნენ რუსთაველის პროსპექტს და მიიწევდნენ ლეგენდარული ადგილისკენ – ვერისკენ. ეს ორი უბანი ქმნის ამ გაღმა-გამოღმას. აქეთ ნაპირზე ვერის გაგრძელებაა თავისი ვარიაციით, იქით კიდევ – ნახალოვკის.

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X