11:18 | 2021-04-20 ავტორი: Prime Time

ნაკაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს

ნაკაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს

ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდამსხმელი „გლოვოს“ მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა.

 

დაჭრილიც და მსროლელიც კლინიკაში არიან გადაყვანილები. მომხდარი წარსულ დაპირისპირებას უკავშირდება. ადგილობრივები ფაქტს შურისძიებას უკავშირებენ.

 

საქმეზე გამოძიება 19/108 და 236 მუხლებით დაიწყო. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. მსრლოლელი უკვე დაკავებულია.

 

 

ავტორი: Prime Time


X