00:58 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

„ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ“ – რა პირობებში ცხოვრობს აგვისტოს ომის ვეტერანი

„ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ“ – რა პირობებში ცხოვრობს აგვისტოს ომის ვეტერანი

აგვისტოს ომის ვეტერანი ნაგავსაყრელზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი „ალტერნატივა“ წერს.

 

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„ყოველდღე ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ, 20-25 კოლოფი მაინც უნდა მოაგროვო, კილო რომ გამოვიდეს. სახელმწიფო მხოლოდ 22 ლარს მიხდის,როგორ ვიარსებოთ? 3 შვილი მყავს, მეშინია, მშიერი არ მომიკვდეს შვილები… 22 ლარს იმიტომ მიხდიან, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ,“ – ამბობს 39 წლის ჯემალ ბერიძე, რომელიც წლებია ბათუმის ნაგავსაყრელზე ცხოვრობს.

 

„მეორე ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი,“ – ომს იხსენებს აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც ნაგავსაყარზე ქოხი ჩაუდგამს და იქვე ნაპოვნი ხასხასა, წითელი ნაჭრებით დაუფარია ერთადერთი ოთახის კედლები. ოთახში მხოლოდ საწოლია, პატარა ტელევიზორი და ძველი ქვაბი, თეფში და ყავის ჭიქები.

 

„როცა ომი დასრულდა, ჩემი სამხედრო მანქანა ავარიაში მოყვა,“ – განაგრძობს თხრობას ჯემალ ბერიძე, – „ჩემთან ერთად ვინც იყო, ის იქვე დაიღუპა, მე თავის ტვინის დახურული ტრავმა მქონდა, წელი მოტეხილი, ხელებში ძალა ახლაც არ მაქვს, ელენთა ამომიღეს… გორის ჰოსპიტალში ვიწექი. მითხრეს, პენსია და ყველაფერი ხუთიანზე იქნებაო, მაგრამ არაფერი. 5-ჯერ თუ 6-ჯერ მივმართე მთავრობას, მაგრამ ვერ გავიგე პასუხი“.

 

ჯემალ ბერიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ომის ვეტერანის შვილებს თამაში ნაგავსაყარზე უწევთ.

 

„ცოლ-შვილი და დედა ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად აქ მოდიან და ღამითაც ჩერდებიან, იქაც სიღარიბეა და აქაც“.

 

ავტორი: Prime Time


X