18:09 | 2020-07-01 ავტორი: Prime Time

ნაგავსაყრელად ქცეული სარწყავი არხები და საფეხბურთო მოედნები – ვინ ვის აბრალებს ანტისანიტარიას იმირში

ნაგავსაყრელად ქცეული სარწყავი არხები და საფეხბურთო მოედნები – ვინ ვის აბრალებს ანტისანიტარიას იმირში

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ იმირში მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით, სოფელში ნაგვის ურნები არ არის განთავსებული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა სარწყავი არხის პირას უწევთ.

 

ირმა მექოშვილი, რომელიც სოფელ იმირში ცხოვრობს გვიყვება რომ მერიას ნაგვის ურნების დადგმა რამდენჯერმე სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.

 

„სოფელის უბნებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნები არ დგას, არც მანქანა დადის რომ ნარჩენები გაიტანოს.

 

სტადიონთან, სადაც ბავშვები თამაშობენ, სულ მოფანტულია პამპერსები და ცელოფნები, სარწყავი არხი საშინელ მდგომარეობაშია, მერიას მივმართეთ თხოვნით, დაგვპირდნენ, მაგრამ აქამდე ისევ უყურადღებოდ არის ეს საკითხი“, – განაცხადა მექოშვილმა.

ააიპ სუფთა მარნეულის დირექტორი ლერი მუმლაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სოფელ იმირში ურნები განთავსებულია, თუმცა ადგილობრივები არ იყენებენ შესაბამისად.

 

ასე გამოიყურება საბავშვო სკვერი და სტადიონი გორის მუნიციპალიტეტში
2020-05-12ასე გამოიყურება საბავშვო სკვერი და სტადიონი გორის მუნიციპალიტეტში

 

„ურნები დგას ცენტრალურ გზაზე, მოსახლეობას თვითონ ეზარება 50 მეტრის გავლა და ურნამდე ნარჩენების მიტანა. ჩვენს სამსახურს ყოველ მეორე დღეს გამოაქვს საყოფაცხოვრებო ნარჩენები აღნიშნული სოფლიდან, თვითონ ხალხი არ უფრთხილდება გარემოს და იმიტომაცაა სარწყავი არხიც და მთელი სოფელი დაბინძურებული.

 

მარნეულის ყველა დასახლებაში არის იგივე პრობლემა, სადაც სარწყავი არხი გადის. ხალხია ასეთი.

730 ურნა დგას მარნეულში და მოათავსონ იქ და აღარ იქნება მერე პრობლემა“,- ამბობს ლერი მუმლაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობკანიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ დამატებითი ურნების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერია გამოცხადებული.

 

„300 ერთეული ურნის შესაძენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა და როდესაც მოხდება შესყიდვა ყველა საჭირო ლოკალიზაციაზე განთავსდება, მათ შორის სოფელ იმირშიც დავამატებთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X