14:48 | 2021-06-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქუთაისში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ქალი, რომელიც პოლიციამ ახალგაზრდა გოგოს მკვლელობისთვის დააკავა – შემზარავი დანაშაულის ახალი ვერდიქტი 

ქუთაისში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ქალი, რომელიც პოლიციამ ახალგაზრდა გოგოს მკვლელობისთვის დააკავა – შემზარავი დანაშაულის ახალი ვერდიქტი 

2020 წლის 18 ივლისს ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა.

 

30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე, მომხდარიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ მისივე მეგობარი 45 წლის ბიკე კასიმოვა დააკავა.

 

გამოძიება კასიმოვას, სსსკ-ის 109 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, (დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობას) და სსსკ-ის 376-ე მუხლს (დანაშაულის შეუტყობინებლობას) ედავებოდა.

 

No description available.

მოკლული – ელისო ჩეჩელაშვილი

 

მოკლულის დედა, თამილა ჩეჩელაშვილი მკვლელობის შემდეგ ამბობდა, რომ მის შვილს დამნაშავემ ცივი იარაღით 20-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა:

 

„უკან აქვს ჩარტყმული დანა ორჯერ ბეჭთან, მერე შემობრუნდა და წინ სულ დაჩეხილია. ხელები სულ დასერილი აქვს. იმ დროს ის ქალი შეიძლება მარტო იყო, მერე მივიდა გაგა გვანცელაძე, მისი ქმარი. მერე ჩამოიყვანეს, ხელები დაიბანეს, სისხლი მოიშორეს. 15-10 წუთის შემდეგ მომზადებული აქვთ ცელოფნები, რომ დაენაწევრებინათ და გამოეტანათ გვამი. მე გავბანე ჩემი შვილი, ჩემი ხელით, ერთ მხარეს ყელი აქვს გამოჭრილი“, – ამბობდა ერთი წლის წინ მოკლულის დედა.

 

შემზარავი დანაშაულიდან ერთი წლის შემდეგ 2021 წლის 15 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბიკე კასიმოვას საქმე განიხილეს და იგი 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე გაამართლეს.

 

დაზარალებულის ოჯახის ადვოკატი, ციცინო ბაბუნაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ნაფიცმა მსაჯულებმა კასიმოვა გაამართლეს არა იმიტომ, რომ დამნაშავე არ იყო, არამედ იმიტომ, რომ მის მიმართ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნდა.

 

 

No description available.

ბიკე კასიმოვა სასამართლო სხდომაზე

 

 

„ნაფიცმა მსაჯულებმა ბიკეკასიმოვა გაამართლეს მკვლელობის ნაწილში, ხოლო გაამტყუნეს დანაშაულის დაფარვაში. კასიმოვას შვიდი წელი აქვს მისჯილი.მან თვითონ აღიარა დანაშაულის შეუტყობინებლობა.

 

ახლა მკვლელობის ბრალდებით არავინ არ არის დაკავებული. მე გეტყვით, რომ პროკურატურამ ვერ გამოიძია ეს საქმე, თუმცა როცა ბიკე კასიმოვა დააკავეს, მან ყველაფერი აღიარა, საკმარისი მტკიცებულება ვერ მოიპოვა პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით და ამის გამო ნაფიცმა მსაჯულებმა დაკავებული გაამართლეს.

 

გაამართლეს არა იმიტომ, რომ დამნაშავე არ იყო, არამედ იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ იყო საკმარისი“, – აცხადებს ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი.

 

ცნობისთვის, ელისო ჩეჩელაშვილის საქმეზე  შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი წარდგენილი აქვს კიდევ 2 პირს.

 

თუმცა, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა, ისინი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!