22:30 | 2020-10-15 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ნაძირალა და ქურდი ხარ” – გიორგი ვაშაძის სიდედრი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს

“ნაძირალა და ქურდი ხარ” – გიორგი ვაშაძის სიდედრი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს

გიორგი ვაშაძის სიდედრი მარინა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს მიმართავს.

 

“მამუკა ხაზარაძე, ეხლა ნახე გაჭირვებული ქვეყანა?! გაამათხოვრე და გაააკოტრე მთელი ერი, დაახრჩვე თქვენი პროცენტებით, გადაიფორმე წართმეული ქონებები! შენ მართლა ნაძირალა და ქურდი ხარ, პირი გამოირეცხე ამ გვარებს რომ ატრიალებ წინ და უკან!”- წერს მარინა ჩხარტიშვილი.

 

პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “ღამის კურიერში” თქვა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მან და ბიზნეს სექტორში იმ დროს მოღვაწე ადამიანებმა ქართული ეკონომიკა გადაარჩინეს.

 

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ გადავარჩინეთ ქართული ეკონომიკა. გადავარჩინეთ ჩვენი ზარალის ხარჯზე, მაგრამ გადავარჩინეთ მთელი საბანკო სისტემა. არცერთ ადამიანს ომის მერეც ერთი თეთრი არ დაკარგვია, იმ სიტუაციაში, როდესაც 35 კილომეტრში იდგა რუსული ტანკები. ის ფორმა, რა ფორმითაც მე ორდერი გადმომცეს, ცოტა შეურაცხმყოფელი იყო, დაცვამ მომიტანა და დამიტოვა ოფისში, მაგრამ მე არ გამიკეთებია ასეთი ჟესტი, რომ უკან გამეტანებინა და ასე შემდეგ. მივიღე და გადავწყვიტე, კომისიამ, რომელიც მსჯელობს ასეთ გადაწყვეტილებებზე, მივიღე არა მიხეილ სააკაშვილის პირად ჯილდოდ, არამედ იმ სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებად,” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +