
გორის მუნიციპალიტეტის სოფრლ ატენში, ტყეში მიმავალი მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილია გორში და გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვეტერინარი მაიზერ ღერკენაშვილი.
მისი ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სანადიროდ იმყოფებოდა.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.