14:01 | 2021-04-13 ავტორი: ზურა დვალაშვილი

მზის სხივები კორონავირუსს ანადგურებს – ნახეთ, კიდევ რა საშუალებებით შეგიძლიათ ვირუსის გართულების თავიდან აცილება

მზის სხივები კორონავირუსს ანადგურებს – ნახეთ, კიდევ რა საშუალებებით შეგიძლიათ ვირუსის გართულების თავიდან აცილება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში უახლეს კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მზის სხივები კორონავირუსს კლავს.

 

ნანა გეგეჭკორის თქმით, კოვიდის გართულებების თავიდან ასაცილებლად მზეზე ყოფნის გარდა აუცილებელია, ჰიგიენის დაცვა და ბევრი მოძრაობა.

 

წადით სოფელში... ნუ მიატოვებთ მამაპაპისეულ კერას, მალე გამოგადგებათ - ბერი პაისის წინასწარმეტყველება
2021-04-13წადით სოფელში... ნუ მიატოვებთ მამაპაპისეულ კერას, მალე გამოგადგებათ - ბერი პაისის წინასწარმეტყველება

 

“ყველას, ვისაც ჩემთან გქონიათ კითხვები კოვიდ-19-ის სახლის პირობებში მართვასთან დაკავშირებით, გაგახსენდებათ ალბათ ჩემი რეკომენდაციების პირველი პუნქტი, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მზეზე, ლოგიკური ჩანს ამ კვლევის შედეგი, რომელიც ამბობს რომ მეტი მზის სხივი ნაკლებ კოვიდით სიკვდილობასთან ასოცირდება.

 

P.S. დიდი უცნაური ვინმეა ეს კოვიდი, შეგიძლიათ დაამარცხოთ;

სინათლით – კვლევა ამბობს მეტი მზის სხივი – ნაკლები სიკვდილიო სისუფთავით – ადექვატური ჰიგიენა კოვიდის გავრცელებას უშლის ხელს მოძრაობით

 

მეტი მოძრაობა – ნაკლები თრომბოზული გართულებები

 

ცხოვრების ჯანსაღი წესით – სიმსუქნე, დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები კოვიდით სიკვდილობის რისკის ცნობილი ფაქტორებია.

 

სწორად ცხოვრება ამ რისკ ფაქტორებისგან განთავისუფლებთ.”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X