14:09 | 2021-06-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მზის დაბნელებასთან დაკავშირებით მიხეილ ცაგარელი ინფორმაციას ავრცელებს

მზის დაბნელებასთან დაკავშირებით მიხეილ ცაგარელი ინფორმაციას ავრცელებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელ მზის დაბნელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ივნისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა… მშვიდად განვლეთ ეს დღე, მოერიდეთ მზის ნეგატიურ სხივებს უახლოეს 3 დღეში. ნუ გადაიღლებით, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე ფსიქოლოგიურად და სულიერად…

 

 

ძალიან კარგია ლოცვა, მედიტაცია, ახალი საქმეების ფურცელზე ჩამოწერა. მოერიდეთ რთულ საკვებს, მიირთვით მსუბუქი საკვები, სეზონური ხილ-ბოსტნეული 80% უმი სახით.  დაისვენეთ და მოუსმინეთ შინაგან ხმას… შეიმეცნეთ თქვენი თავი და გაუგზავნეთ სამყაროში ყველას თავისუფლება, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, შენდობა და მზის სხივები.

 

დალოცეთ ყველა ბავშვი, დიდი და პატარა, ყველა სულიერი, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ბიჭი და გოგო… მტერი და მოყვარე, ყველა დალოცეთ. სიკეთე გქონოდეთ“, – ვკითხულობთ ასტროლოგის ფეისბუკ-პოსტში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X