01:00 | 2021-07-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მზესუმზირის ყვავილებში დამალული ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს – რა მოხდა “მზესუმზირის ველზე”

მზესუმზირის ყვავილებში დამალული ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს – რა მოხდა “მზესუმზირის ველზე”

რუსეთ-უკრაინის საზღვართან, ხარკოვში საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე კანონიერი ქურდი ლევან “გალსკი” დააკავეს – ამ ინფორმაციას და დაკავების ფოტომასალას უკრაინის ნაციონალური პოლიციის სტრატეგიული საგამოძიებო დეპარტამენტი ავრცელებს.

 


“26 ივლისს, ხარკოვის ოლქის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო დაცვის “ტოპოლიას” თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 2 პირი დააკავეს.

 

დაკავებულებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ. ოპერატიული ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, 31 წლის კანონიერი ქურდი ლევან გალსკია, მეორე კი კრიმინალური ავტორიტეტია.

 

კანონიერი ქურდი 42 წლის მამაკაცია, ის რუსეთის მოქალაქეა და ამა წლის მაისში მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა, როგორც ნაციონალური უსაფრთხოების, ასევე უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ.

 

 

ეჭვმიტანილების დაკავების პროცესი / dpsu.gov.ua

 

ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციიდან უკრაინაში გადასვლას საზღვარზე გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ ცდილობდა. გამოძიება უკრაინის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 263-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უკრაინის საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 

ლევან ბულისკირია იგივე ლევან გალსკი

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, კრიმინალური სამყაროს წევრებთან ერთად ასევე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქეც, რომელსაც სამართალდამცველებმა ჯარიმის სახით 8 500 გრივნის გადახდა დააკისრეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!