13:01 | 2020-07-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მზადებას დავიწყებთ არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად – ირინა სარიშვილი

მზადებას დავიწყებთ არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად – ირინა სარიშვილი

ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წელი მიუსაჯა იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის.

 

იმედია ახლა მაინც მივხვდებით, რა უაზრობაა სიებზე და მაჟორიტარ კანდიდატებზე დავა და დავიწყებთ მზადებას არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად. არა ერთდღიანი აქციით, არამედ ბოლომდე – შედეგის მიღწევამდე.

 

გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2020-07-30გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

წინასწარ გასაყალბებლად გამზადებული არჩევნების დალოდება აუცილებელია იმისათვის, რომ საპროტესტო აქციებს ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს.

 

არჩევნებამდე არეულობას, მით უმეტეს ახლა – ზაფხულში, არანაირი პერსპექტივა არ აქვს და მხოლოდ ამ ხელისუფლების, ანუ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

 

ხელისუფლება სექტემბრიდან დიდი ალბათობით კოვიდ 19–ს კიდევ ერთხელ გამოიყენებს და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

 

დღეიდანვე საჭიროა მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტი ყველა შესაძლო გზებით შექმნილი მდგომარეობის ასახსნელად და არჩევნების გაყალბების შემდეგ, ერთიანი ფრონტით ამ ხელისუფლების ქუჩის მშვიდობიანი გზით დასამარცხებლად. სხვა გზას ვერ ვხედავ – ეს ჩემი აზრია“, – ამბობს სარიშვილი.

 

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +