09:31 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

მზად ვართ, კორონავირუსით დაინფიცირებულები ვაზიაროთ – დეკანოზი შალვა კეკელია

ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

 

დეკანოზის განმარტებით, ქრისტიანებისთვის ზიარება არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოება და ეკლესიაში ყველა მსახურება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, რაც უმნიშვნელოვანესია.

 

ეს საინტერესოა:

„ინფექციის გავრცელება გამორიცხულია!“ - სად მიაქვთ ზიარების შემდეგ ბარძიმში დარჩენილი ღვინო და პური
2020-03-04„ინფექციის გავრცელება გამორიცხულია!“ - სად მიაქვთ ზიარების შემდეგ ბარძიმში დარჩენილი ღვინო და პური

 

„ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.

 

საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. მსოფლიოს მასშტაბით კი COVID-19-ის შემთხვევებმა 126 ათასს მიაღწია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X