18:01 | 2020-05-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო!” – გოგი ჭიჭინაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

“მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო!” – გოგი ჭიჭინაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე მსოფლიო დონის ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალურ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. ის ბასილაშვილის მისამართით თავის ღია მხარდაჭერას გამოხატავს და ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ამაზრზენ შანტაჟისტს უწოდებს.

 

“მთელი გულით მინდა თანადგომა გამოვუცხადო ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ამაზრზენი შანტაჟისტის მსხვერპლი გახდა. მტკიცებულებები არ მჭირდება – ვგრძნობ! მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო! გარდა ამისა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ასეთ ამორალურ ადამიანს დედობა ჩამოერთვას და ბავშვის აღზრდის უფლება ნიკოლოზს გადაეცეს” – წერს გოგი ჭიჭინაძე საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე.

 

Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე
2020-05-25Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე

 

ჩოგბურთელი 22 მაისს ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ედება… ფაქტთან დაკავშირებით ბასილაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მანამ პირად სივრცეზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები