23:12 | 2021-10-13 ავტორი:

მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში – ემიგრანტის ღია წერილი

მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში – ემიგრანტის ღია წერილი

ემიგრანტი ნინო მოზესი “მთავარია არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ღია წერილს უგზავნის.

 

მისი თქმით, მზად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ჩაჯდეს ციხეში რათა ქართველები შერიგდნენ.

 

“გამარჯობა ბატონო ნიკა, მე ვარ ნინო მოზესი. თქვენი დახმარება მჭირდება ჩემი სურვილის მისატანად საქართველოს მთავრობამდე

 

ვცხოვრობ 20 წელია გერმანიაში. ვარ50 წლის ქალი, მყავს სამი შვილი, უკვე დიდები არიან. მაწუხებს ჩემი ხალხის გახლეჩვა.

 

გამოსავალს ვხედავ შერიგებაში. ურთიერთპატიებაში. არასოდეს ვყოფილვარ პარტიული, საერთოდ არც მიცხოვრია მიშას დროს საქართველოში. მეტიც, არჩევნებშიც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა. მაქვს კარგად აწყობილი და დალაგებული, უზრუნველი ცხოვრება გერმანიაში, მაგრამ მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში, რათა დაიწყოს დიდი შერიგება ქართველებში.

 

თუ ვინმეს სურს, შეუძლია შემომიერთდეს. მადლობა წინასწარ”,- წერს ნინო მოზესი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X