fbpx
04:45 | 2020-10-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მუქარას ადგილი არ ჰქონია, ჰუმანურად იქცეოდა – გათავისუფლებული მძევლის პირველი კომენტარი

მუქარას ადგილი არ ჰქონია, ჰუმანურად იქცეოდა – გათავისუფლებული მძევლის პირველი კომენტარი

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, რამდენიმე წუთის წინ, პირველი კომენტარი გააკეთა.

 

მისი თქმით, თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.

 

დევნის ოპერაცია დასრულდა! - სამივე მძევალი თავისუფალია
2020-10-22დევნის ოპერაცია დასრულდა! - სამივე მძევალი თავისუფალია

 

“გათავისუფლებულები ვართ, სამშვიდობოზე ვიმყოფებით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. თავდამსხმელმა გამოგვიშვა და თვითონ წავიდა.

 

მუქარას ადგილი არ ჰქონია. ჰუმანურად იქცეოდა. სამივე ერთად გაგვათავისუფლა. უბრალოდ დაღლილები ვართ, სხვა მხრივ, ყველაფერი კარგად არის.” – ამბობს ლაშა შენგელია.

 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის სპეცოპერაცია დასრულდა. გათავისუფლდა ბოლო სამი მძევალი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X