fbpx
22:28 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

მუხიანში საბავშვო ბაღი დაიხურა, ინფიცირებულია პედაგოგი

მუხიანში საბავშვო ბაღი დაიხურა, ინფიცირებულია პედაგოგი

მუხიანში, 153-ე საბავშვო ბაღში Covid-19 დადასტურდა. ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.

 

„ახლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დროებით დახურულია. საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ორ კვირაში განაახლებს” – ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ესაუბრა.

 

თბილისის ერთ-ერთი ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა - ბაღმა მუშაობა გააჩერა
2020-10-14თბილისის ერთ-ერთი ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა - ბაღმა მუშაობა გააჩერა

 

„153-ე საბავშვო ბაღში მეთოდისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამიტომ, ორი კვირით დახურეს. როგორც ვიცით, ინფიცირებული პედაგოგი სახლშია და ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. თავს ნორმალურად გრძნობს. იმედია, ორ კვირაში შევძლებთ ჩვენი შვილების ბაღში დაბრუნებას” – ამბობს მშობელი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X