10:42 | 2021-07-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

“მთვრალი ტურისტები და გაბრაზებული ადგილობრივები” – რატომ არ მოსწონთ ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება

“მთვრალი ტურისტები და გაბრაზებული ადგილობრივები” – რატომ არ მოსწონთ ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება

რუსმა ბლოგერმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია ასე აღწერა: “აქ ახალგაზრდებს არაფერი აქვთ გასაკეთებელი”.

 


მოგზაურმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ურჩევს 45 წლამდე ტურისტებს იქ დასვენებას – ამის შესახებ პირად ბლოგზე Yandex.Zen პლატფორმაზე ბლოგი დაწერა.

 

მისი თქმით, გამოცდილების არარსებობის გამო, ახალგაზრდა ტურისტებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ დაბინავების ჯავშნისას. როგორც ბლოგის ავტორმა აღნიშნა, იგი კურორტზე ჩასვლისთანავე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა – ოთახი, რომლის ქირაობაც კერძო მესაკუთრეებისგან გადაწყვიტა, ქსელში  განთავსებულ ფოტოებს არ დაემთხვა და წინასწარ გადახდილი ჯავშნის თანხა უკან არ დაუბრუნეს.

 

“თქვენ ან ძვირადღირებულ სასტუმროში იცხოვრებთ, ან იაფფასიან საწოლში და არა იქ, რომელსაც სურათზე ნახავთ, – თვლის რუსი.

 

გარდა ამისა, მოგზაურის თქმით, აფხაზეთში გასართობი საშუალებები აბსოლუტურად არ არის.

 

კურორტზე არსებული “საქმიანობიდან” ის მხოლოდ “სასმელს” და “ჩხუბს” აღნიშნავს, სასტუმროებში გამართულ წვეულებებს “90-იანი წლების დისკოთეკები” შეადარა და, სხვათა შორის, აღნიშნა “მთვრალი ტურისტების და გაბრაზებული ადგილობრივების” შესახებ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!