00:35 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

მცხეთაში წასვლის მსურველებისთვის საპატრიაქროს სპეციალური მიმართვა – ნახეთ, გადაადგილებისა და ტაძარში მყოფებისთვის წესები

მცხეთაში წასვლის მსურველებისთვის საპატრიაქროს სპეციალური მიმართვა – ნახეთ, გადაადგილებისა და ტაძარში მყოფებისთვის წესები

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას ზეიმობს. საპატრიარქო მრევლისთვის სპეციალურ განრიგს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მცხეთის მიმართულებით უფასო გადაადგილება დილის 08:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, მომლოცველებს პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

 

“14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.

 

წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

 

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00  საათიდან.

 

ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მართლმადიდებლური სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
2021-10-14მართლმადიდებლური სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!