14:30 | 2020-11-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მცირეწლოვანის მდგომარეობა, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადავარდა, მძიმეა

მცირეწლოვანის მდგომარეობა, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადავარდა, მძიმეა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

 

რუსთავში, მე-19 მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა.

 

ექიმების თქმით, ბავშვი ორ წლამდე ასაკისაა, მას მრავლობითი ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.

 

კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ მცირეწლოვანი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანონ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X