fbpx
12:08 | 2020-12-12 ავტორი: Prime Time

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

„ახლა მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა, ხაზების გადაწყობა ხდება ისე, რომ უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა“,- ამის შესახებ დედაქალაქის ვეიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის დილაში“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ხმალაძე ამბობს, ქალაქში მეტმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იაროს.

 

„ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ საჭიროა პერსონალი, არა მხოლოდ მემანქანე და მძღოლი, არამედ, სმენაში მომუშავე ადამიანები, ავტობაზაზე მომუშავე ადამიანები, საწვავის გასამართი სადგურები, ახალი ავტობაზა. მიკროავტობუსები ჩავანაცვლეთ. მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი მხოლოდ ამ მიმართულებით დახარჯა. ახლა მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა, ხაზების გადაწყობა ხდება ისე, რომ უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა.

 

„ვეძებ დამხმარე ქალს. სასურველია იყოს კოვიდმოხდილი“ - ნახეთ სახალისო კომენტარები განცხადებაზე
2020-12-12„ვეძებ დამხმარე ქალს. სასურველია იყოს კოვიდმოხდილი“ - ნახეთ სახალისო კომენტარები განცხადებაზე

 

ეს ნიშნავს იმას, რომ მეტმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მეტი ინტენსივობით უნდა იაროს, რათა ერთმა ავტობუსმა მეტი ადამიანი გადაიყვანოს, მეტი სივრცე იყოს, ადამიანები უფრო კომფორტულად მგზავრობდნენ და მას მეორე ავტობუსი დაეწიოს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირპროპორციულად არ ზრდის შემოსავალს, მაგრამ ხარჯები იზრდება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ავტორი: Prime Time


X