fbpx
14:41 | 2020-06-22 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მთელმა დარბაზმა უმღერა!” – ხატია ბუნიათიშვილის კონცერტმა პარიზში ანშლაგით ჩაიარა

“მთელმა დარბაზმა უმღერა!” – ხატია ბუნიათიშვილის კონცერტმა პარიზში ანშლაგით ჩაიარა

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა გუშინ პარიზში კონცერტი ჩაატარა.

 

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ეს პირველი კონცერტი იყო, რომელიც ბუნიათიშვილმა გამართა.

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლია ლორია პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. სადაც იმ ემოციებზე ჰყვება, რომელიც ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის დროს მოხდა.

 

 

ხატია ბუნიათიშვილის ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა
2020-01-15ხატია ბუნიათიშვილის ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა

 

რა კარგია! რა კარგი!

გუშინ, მუსიკის საერთაშორისო დღეს, პარიზში ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი გაიმართა. პირველად ამ საძაგელი ვირუსის შემოტევის შემდეგ, მის დაბადების დღეზე, კონცერტის მერე მთელმა დარბაზმა Happy Birthday უმღერა!
გამიხარდა! მეც ვუმღერე Happy Birthday ხატიას ტელეფონში, მაგრამ ჩუმად, შემრცხვა ჩემი სმენის და სიმღერის უნარის, მაგრამ ხატიამ გაიგო! მას ყველაფერი ესმის.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ხატიას დაბადების დღეს ხმამაღლა და საქართველოდან. ბედნიერებას ვუსურვებ და დიდ წარმატებებს!
ეს კი ჩემი ნანა და მე პარიზში, ხატიას სტუმრები. რა კარგი იყო, რა კარგი!”- წერს ლია ლორია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
X