fbpx
19:09 | 2020-08-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“მთელი ღამე მგზავრობდა… ოღონდ ეთამაშა” – რა როლს ასრულებდა “ჩცდ”-ში მეოცე სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობი

“მთელი ღამე მგზავრობდა… ოღონდ ეთამაშა” – რა როლს ასრულებდა “ჩცდ”-ში  მეოცე სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობი

11 აგვისტოს მეოცე სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობი, ლაშა კუხიანიძე მშობლიურ ქალაქ ქუთაისში 16 აგვისტოს დაკრძალეს.

 

მსახიობმა 8 აგვისტოს ცოლი შეირთო, ბობოყვათში ხელი მოაწერა, შემდეგ კი “ორბი თაუერსის” აპარტამენტში გადაინაცვლა, რომელიც ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული. 11-ში კი ტრაგედია დატრიალდა.

 

25 წლის ლაშა კუხიანიძე ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი გახლდათ. 26 აგვისტოს, თავის “ოქროს დაბადების დღეზე”, კი პრემიერა უნდა ეთამაშა…

 

ის ფართე საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო. ლაშა ერთ ეპიზოდში გამომძიებლის როლში იყო.

 

ლაშას “პრაიმტაიმთან” სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ქასთინგის დირექტორი, ეკა მჟავანაძე იხსენებს.

 

ეკა მჟავანაძე: – ბათუმში ქასთინგის ჩასატარებლად თითქმის ყოველ ზაფხულს მივდივარ. წელსაც ვიყავი თეატრში ჩასული. იქ მეგობრები მყავს და მეხმარებიან, როდესაც ასარჩევად მჭირდება ადამიანები.

 

2020-08-14"ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ გასვენებაში უნდა მოვიდე" - ნიკო ბერიძე მეოცე სართულიდან გადმოვარდნილ მსახიობზე

 

ერთ-ერთ ჩასვლაზე ლაშა გამაცნეს, არაჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭი. ძალიან მოგვეწონა. რეკლამაშიც გადავიღეთ. არ მახსოვს, ზუსტად რა რეკლამაში. ძალიან ფოტოგენური იყო და კამერას ძალიან მოეწონა. ასე ვამბობთ ხოლმე.

 

ჩვენთან მაღალი ჰონორარი არ არის და როცა მსახიობს, შორი გზიდან უწევს ჩამოსვლა, ვეკითხებით, შეძლებს თუ ვერა. ლაშას ჩემი ასისტენტი ურეკავდა და არ მახსოვს, დაგვერეკა და მაშინვე არ წამოსულიყო. ღამით მოდიოდა ავტობუსით, მთელი ღამე გზაში იყო და დილით გადასაღებ მოედანზე მოდიოდა. ვნერვიულობდი, ამხელა გზაზე მგზავრობდა, მერე მთელი დღე გადასაღებ მოედანზე ატარებდა და იღლებოდა… პრეტენზია არ ჰქონია, ზედმეტ ხმას არ იღებდა, ოღონდ ეთამაშა და ჩვენთან ერთად ყოფილიყო.

 

ლაშას ხაზი ჰქონდა და მან თავისი თავი დაიმკვიდრა სერიალში. სამი გამომძიებელი იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ლაშა.

 

ძალიან გულიანი ბიჭი იყო… ყველას დაგვწყვიტა გული. გარეგნობა ძალიან უწყობდა ხელს. ცუდი რამ მოხდა… ვერც გავიგე, რა მოხდა რეალურად.

 

ლაშა კუხიანიძის პატარა ეპიზოდი ჩემი ცოლის დაქალებიდან <3 ძალიან კარგი, თბილი და ნიჭიერი ადამინი <3 😔Eka Cast-ის გუნდი იზიარებს ლაშას ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას 😞

Posted by Eka Cast on პარასკევი, 14 აგვისტო, 2020

ავტორი: თამარ გონგაძე
X