12:07 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

მთელი 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გავცემ – მარინა ეზუგბაია

მთელი 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გავცემ – მარინა ეზუგბაია

„მთელი 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გავცემ“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტრომა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

იგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბოლომდე დაიცვან რეკომენდაციები.

 

გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა
2020-07-30გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა

 

„მესმის, რომ რეგულაციების დაცვა არ არის მარტივი. ამას რომ ვლაპარაკობ, შეიძლება პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს ვინმეს, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გავცემ.

 

ჩვენი დაწესებულების თანამშრომლებს გაცნობიერებული გვაქვს რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში დავიცვათ რეგულაციები, რაც აუცილებელია.

 

ჩვენს ცენტრში რომ დღემდე მედპერსონალში არ დადასტურებულა არცერთი შემთხვევა, ეს კარგად გაცნობიერებული ქცევების შედეგებია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X