fbpx
12:20 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

მჭირდება 2 მოხალისე ბიჭი, რომლებიც სახლში ასვლაში დამეხმარებიან – 17 წლის ლუკა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

მჭირდება 2 მოხალისე ბიჭი, რომლებიც სახლში ასვლაში დამეხმარებიან – 17 წლის ლუკა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

17 წლის ლუკა-გიორგი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვცხოვრობ რუსთავში-ფალიაშვილზე,5 სართულიანის მე-4 სართულზე-ულიფტო ბინაში. ყოველ დღე დავდივარ რეაბილიტაციის ცენტრში-ვარჯიშზე, დავყავარ დედას და მთელი ტვირთი ჩემი სიმძიმით დედაზე ვარ… ვარჯიშიდან დაბრუნებულებს გაუსაძლისად გვიჭირს მეც და დედასაც მე-4 სართულზე სახლში ასვლა…

 

მოგმართავთ თხოვნით დახმარებაზე, ძალიან მჭირდება 2 მოხალისე ბიჭი,რომლებიც დამეხმარებიან რეაბილიტაციიდან დაბრუნებულს სახლში აყვანაზე.

 

თუ ვინმე იქნებით ჩემი დახმარების მსურველი თქვენი კეთილი ნებით, შემეხმიანეთ 555741477,“- წერს ლუკა-გიორგი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X