
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს დროულად დარეგისტრირდნენ პორტალზე დახმარების მისაღებად. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ დაიწყო უკვე განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად ამ განცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე და 28 თებერვლიდან უკვე დაიწყება დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში .დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალზე ატვირთულია 45 ათასი ასეთი განაცხადი“,- აღნიშნა პრემიერმა.