fbpx
12:32 | 2020-03-18 ავტორი: თამთა თორდია

მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგები დისტანციურად გაიმართება

მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგები დისტანციურად გაიმართება

მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგები დისტანციურად, საერთო სიგნალის მეშვეობით გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს დისტანციურ რეჟიმში დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

 

„ჟურნალისტების დაცულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. საქართველოს პირველმა არხმა მოგვცა იმის საშუალება, რომ თითოეულმა მაუწყებელმა საერთო სიგნალი მიიღოს და გაავრცელოს“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X